დავალებები

суббота, 24 сентября 2011 г.

ყოველი დედის გულის გამოძახილი

ლექსი ეძღვნება თათა ყაზახაშვილს დედიკოსაგან
თბილი სექტემბერი დადგა და
ცისკარი აენთო ფერებით.
"დედა გენაცვალოს!"-ვჩურჩულებ,
გაკოცებ, ბევრს მოგეფერები!

ლოცვით გათანგული მოვყვები
შენს პირველ მთრთოლვარე ნაბიჯებს
სკოლისკენ მიმავალ შარაზე;
გული მეც... შენსავით მაგიჟებს!

შენს თვალებში ანთებულ ვარსკვლავებს
ჩემს მკერდში გაუდის გიზგიზი!
სკოლისკენ მიმავალ შარაზე
მირბიხარ, მირბიხარ კისკისით;

და მეც, სიხარულით აღსავსე,
თავქუდმოგლეჯილი მოგდევ და...
ვგრძნობ, როგორ დაბრუნდა ბავშვობა,
ეს გული როგორ ვერ მობერდა!

თეთრსა და ცქრიალას მოგყვები,
ფიქრები ცუდს ვერას ბედავენ,
მივრბივართ! მომავლის ზარები
გიხმობენ და შენთვის რეკავენ!

Комментариев нет:

Отправить комментарий