დავალებები

вторник, 4 марта 2014 г.

3 მარტი... "დედიკო, მიყვარხარ!"

დღეს ორი გაკვეთილი დაეთმო დედიკოებისა  და შვილების  ერთობლივ საკლასო აქტივობებს. ძალიან საინტერესო და სახალისო ორი გაკვეთილი გამოვიდა :)
ბავშვები მშობლებთან ერთად ფორმატხე ხატავენ ხეს, ტოტებზე კი უნდა დახატონ ნაყოფი,რომელიც შეიძლება სიყვარულის ხემ მოისხას (მაგ:გული, ვარსკვლავი და ..) ასე შეიქმნება პლაკატების ერთობლიობით "სიუვარულის ბაღი".
LeMiLL.net -  გაკვეთილი-პროექტის გეგმა
ნახეთ, როგორი ერთობლიობაა!!!!!!








კედელზე  "გაშენდა"  ე.წ.  "სიყვარულის ბაღი" :)
ამის შემდეგ ბავშვები  სტიკერებზე, რომელსაც გულის ფორმა აქვს, წერენ პასუხებს  შემდეგ კითხვებზე:   ) რას ნიშნავს დედიკოს სიყვარული?, ) როგორ გამოხატავ ამას და როგორ ზრუნავ დედიკოზე?
მაგნიტურ დაფაზე დახატულ  გულში აკრავენ პატარა გულებს, რომლებზეც დაწერეს პასუხები,თან პარალელურად, აკეთებენ დაწერილის პრეზენტაციას.



შემდეგი აქტივობა კი ასეთია:  . დედიკო და ბავშვი წყვილებში ასრულებენ აქტივობას "ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი".  დედა და შვილი სხდებიან საპრეზენტაციო სკამებზე. მასწავლებელი სვამს კითხვებს. თუ დედა-შვილის პასუხები დაემთხვა, ეს წყვილი დაიმსახურებს სიცილაკს. რომელი წყვილიც მეტ სიცილაკს დაიმსახურებს ის იქნება გამარჯვებული
კითხები დედებს:
  1. ჩემი დადებითი თვისება?
  2. ჩემი საყვარელი საქმე?
  3. ჩემი საყვარელი კერძი?
  4. ჩემი შვილის საყვარელი კერძი?
  5. რას ვაკეთებ თავისუფალ დროს?
  6. რით არის დაკავებული ჩემი შვილი თავისუფალ დროს?
  7. რა მიხარებს მე გულს?
  8. რით ვახარებ ჩემს შვილს?
კითხვები შვილებს:
  1. დედიკოს დადებითი თვისება?
  2. დედიკოს საყვარელი საქმე?
  3. დედიკოს საყვარელი კერძი?
  4. ჩემი საყვარელი კერძი?
  5. რას აკეთებს დედიკო თავისუფალ დროს?
  6. რისი გაკეთება მიყვარს თავისუფალ დროს?
  7. რა უხარებს დედიკოპს გულს?
  8. რით მახარებს დედა?
ესეც , სიცილაკებით შეფასება:



შემდეგ ,ბავშვები და დედიკოები ფერადი ფურცლებით, სტიკერებით,ფანქრებით, მშლალი წებოს გამოყენებით, სტეპლერებით აშენებენ "სიყვარულის სახლს"










ბოლოს ბავშვებმა დედებს მიართვეს ასეთი ბარათები:



მაიკო მასწავლებელმა  კი,  სიმღერები შეასრულებინა ბავშვებს:

Комментариев нет:

Отправить комментарий