დავალებები

суббота, 7 апреля 2012 г.

სტუმრად მეზღაპრესთან

7 აპრილს ჩემი მოსწავლეები ესტუმრნენ ილიანურს, სადაც  ულამაზესი ბავშვების ოთახია, რომელსაც "მეზღაპრის ოთახს" უწოდებენ. იქ არის  ერთი არაჩვეულებრივი გოგონა -თამთა, რომელიც ძალიან, ძალიან   საინტერესო აქტივობებს სთავაზობს ბავშვებს. პატარები ეცნობიან და ითავისებენ, თამაშ-თამაშით ,ისეთ ფასეულობებს , როგორიცაა სიყვარული, მეგობრობა , და ა.შ.
ესეც ილიანურის წინ!!!



ეს ბურთით თამაშია, რომელიც გაცნობას ეძღვნება. თითოეული ბავშვი მეზღაპრეს სახელს ეუბნება და უყვება თუ რითი არიან სხვებისგან გამორჩეულები



გაცნობის შემდეგ მეზღაპრემ ბავშვებს წაუკითხა სულაკაურის გამომცემლობის საბავშვო ბიბლიიდან რამდენიმე თავი. წაკითხულის საშაუალებით ისაუბრეს, მეგობრობაზე, სიყვარულზე, დახმარებაზე...
ამის შემდეგ ბავშვები გავიდნენ დიდ ოთახში, რათა შეექმნათ წიგნი. თითოეულმა ბავშვმა ერთ ფურცელზე დააწერა საკუთარი სახელი, დახატა თავისი თავი და გააკეთა კოლაჟი "რა მიყვარს".  მეორე ფურცელზე დახატეს  "მეგობრობა", "სიყვარული" ან რითი შეიძლება დავეხმაროთ ერთმანეთს. ამ ნახატებს გაუკეთეს კომენტარები, რომელთა მიწერაშიც ბავშვებს დაეხმარნენ მეზღაპრე თამთა და ელენე.






ასე შეიქმნა , აიკინძა, წიგნი რომელიც შექმნეს I კლასის მოსწავლეებმა. ამ წიგნის სათაურია "მეგობრობა".

თამათამ  ბავშვებს დაურიგა სიმბოლური საჩუქრები მეზღაპრესთან სტუმრობის აღსანიშნავად.
მეზღაპრესთან სტუმრობის შემდეგ ვეწვიეთ ზოოპარკს...



Комментариев нет:

Отправить комментарий